საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მ ი ს ი ა 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთგულია მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურულ - საგამანათლებლო ტრადიციებისა და მის მისიას წარმოადგენს: • ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების გზით; • კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; • სასწავლო–კვლევითი საქმიანობის განვითარება; 

მ ი ზ ა ნ ი 
ფაკულტეტის მიზანია მყარად დაიმკვიდროს წამყვანი პოზიცია საუნივერსიტეტო სივრცეში, განვითარდეს სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში და უზრუნველყოს განათლების ევროპული ხარისხის მუდმივი ზრდა და ინტერნაციონალიზაცია, ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

 ხ ე დ ვ ა 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლისთვის გახდება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო - კვლევითი ცენტრი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის წინაშე მდგომი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრის საკითხებში. 

ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ეფუძნება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ყოველივე იმას, რასაც მნიშვნელობა აქვს სასწავლო–კვლევითი მოღვაწეობისთვის. ეს ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა, კოლეგიალურობა, ღიაობა, ნდობა, იდეეების მრავალფეროვნება, ცვლილებებისა და ინოვაციებისადმი მზაობა, ქვეყნისადმი მსახურება და სხვ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, თანაბარ მისაწვდომობასა და თვითრეალიზაციის საშუალებას სწავლის, სწავლებისა და კვლევის სფეროში განურჩევლად სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური მდგომარეობისა.